მაისში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 5%-ით 3 304-მდე გაიზარდა. თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების მაისის მიმოხილვის მიხედვით, ასევე ზრდაა გასაყიდი ბინის ფასშიც, რომელიც 2024 წლის მაისთან შედარებით, 6%-ით 1 266 დოლარამდე გაიზარდა.
2024 წლის მაისთან შედარებით ქირის საშუალო ფასი 12%-ით არის შემცირებული და კვ.მ-ზე 10.6 დოლარს შეადგენს.
TBC Capital-ის მიმოხილვაში ასევე წერია, რომ მაისში ახალი ბინების გაყიდვები წლიურად 13%-ით შემცირდა და 619 შეადგინა რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 2685-ს გაუტოლდა. თბილისში მოთხოვნა ძირითადად კონცენტრირებულია 50-დან 75 მ²-მდე ფართობის ბინებზე (44%), ხოლო 125-მ²-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილი დაბალია და 5%-ს შეადგენს.
მაისში თბილისის უბნებს შორის ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა და საბურთალოზე გაიყიდა. გაყიდვები შესამჩნევად შემცირდა მთაწმინდაზე (27%-ით), დიდუბესა (26%-ით) და სამგორში (21%-ით). იმავე პერიოდში ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე – 2178 დოლარი ვაკეში დაფიქსირდა. ვაკის შემდეგ საცხოვრებელი ყველაზე ძვირი 1 382 დოლარი საბურთალოზე ღირს, ხოლო მესამე ადგილს 1 329 დოლარით კრწანისი იკავებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…